Nestle  კოსმეტიკის ბიზნესს ყიდის

კორპორაცია Nestle კოსმეტიკური ბიზნესის გაყიდვის თაობაზე შვედურ საინვესტიციო ჯგუფ EQT-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის შესახებ გამოცემა Financial Times -ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შეთანხმების მოცულობამ შესაძლოა, 10 მილიარდი დოლარი შეადგინოს. მან შვედური კომპანიის რეპუტაცია უნდა გაამყაროს მისი პოტენციურ ინვესტორების თვალში, სტოკჰოლმის ბირჟაზე ლისტინგამდე.

აღსანიშნავია, რომ Nestle-ს აღნიშნული ბიზნესის მიყიდვის წინადადებით აქამდე სხვა კომპანიებმაც მიმართეს. მათ შორის იყვნენ KKR ჯგუფი, Advent International-ი და Cinven-ი.

Nestle კოსმეტიკის მიმართულებას აქტიურად მას შემდეგ ავითარებდა, რაც L'Oréal -ისგან ფარმაცევტული კომპანია Galderma შეიძინა. თუმცა, ახლა კომპანიამ გადაწყვიტა კონცენტრირება მოახდინოს მეტად სწრაფად მზარდ მიმართულებებზე და ამ ბიზნესზე უარი თქვას.

კოკა კვირკველია