ტრამპმა 2018 წელს 479 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს 479 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამის შესახებ ქვეყნის ხელმძღვანელის ყოველწლიური ფინანსური ამონაწერი მოწმობს, რომელიც დამოუკიდებელმა სახელმწიფო სტრუქტურამ - სახელისუფლებო ეთიკის მართვა, გაავრცელა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წლიური 400 ათას დოლარიანი ხელფასის პირობებში რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა 479 მილიონი დოლარი გამოიმუშვა. ცნობისთვის, ტრამპს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ქონება 10 მილიარდ დოლარს აღემატება.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს 2016 წელს მან პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებდა მის საგადასახადო დეკლარაციებს, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე ამონაწერები, თუმცა, ეს არ გაუკეთებია. ტრამპი ამას ბიზნესის შემოწმებებით ხსნის. ის ხაზს უსვამს, რომ მისი ადვოკატები აღნიშნული მონაცემების გასაჯაროებას არ ურჩევენ.

2017 წლის მაისში ერთ-ერთ ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ საკუთარ ფინანსურ მონაცემებს პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ გამოაქვეყნებდა.

კოკა კვირკველია