სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.2 მლნ ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-მარტში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 8.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 8.4 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 2.4 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მარტში 84.7 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-მარტში კი ეს ციფრი 82.3 მლნ იყო.

2019 წლის იანვარ-მარტში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 0.4 მლნ ტონით გაიზარდა და 4.2 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 3.8 მლნ ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 33,224 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 132,898 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 99,674 კონტეინერი გადამუშავდა.

თაია არდოტელი