ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის - DUTY FREE-ს მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10-წლის ვადით სარგებლობაში 490 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემა.
უწყების ცნობით, აუქციონის დასრულების ვადა 2019 წლის 17 ივნისია.
ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge