1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7424 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7424 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7426 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0630 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა.