კანადამ და აშშ-მა ერთმანეთის მიმართ დაწესებული სავაჭრო ტარიფები გააუქმეს.
ტარიფების გაუქმებას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს შორის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-მა კანადიდან ფოლადისა და ალუმინის შეტანაზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, რასაც კანადის მხრიდან ამერიკულ ხორცსა და გარკვეულ ალკოჰოლურ სასმელზე ტარიფების ზრდა მოჰყვა. თუმცა, მხარეებმა საბოლოოდ ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირება შეძლეს.