ბრენდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია Bentley-მ კოლექციონერებისთვის თავად ავტომობილებივით ექსკლუზიური წიგნი გამოსცა.
წიგნი Bentley, რომელიც 30 კგ-ს იწონის, 800 ფურცლიანია და გვიყვება კომპანიის ისტორიაზე, იმ ადამიანებზე ვინც ის შექმნეს და იმაზე, თუ როგორ და რა გზებით მოვიდა კომპანია თანამედროვეობამდე.
აღსანიშნავია, რომ წიგნის სამი ვარიანტი გამოვიდა. მათ შორის ერთ-ერთი Bentley Centenary Opus დანარჩენებთან შედარებით დიდი ტირაჟით გამოცემული ვარიანტია. ის 500 ეგზემპლარად გამოვა.
მეორე ვარიანტი ტყავგადაკრული Mulliner Edition-ია, რომლის მხოლოდ 100 ეგზემპლარი გამოვიდა. ის 17 შეფერილობით არის ხელმისაწვდომი და დამატებითი დეტალითაც გამოირჩევა.
მესამე, ყველაზე ექსკლუზიური ვარიანტი კი, მხოლოდ 7 ეგზემპლარად გამოვა. მას Carat Edition ჰქვია და როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ძვირფასი ქვებითაა მოოჭვილი. მისი ფასი 260,000 დოლარია და მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო წიგნია.