წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში - Strategy&-ში.
კვლევის ფარგლებში Strategy&-მა შეისწავლა, თუ როგორ ხდებოდა ბოლო 19 წლის განმავლობაში მსოფლიოს წამყვან 2,5 ათას კომპანიაში მმართველი კადრების ცვლილება.
ანალიზმა აჩვენა, რომ კადრების გადინების მაჩვენებელი 2018 წელს 3%-ით გაიზარდა და 17,5%-ი შეადგინა. ამასთან, მსხვილ კომპანიებში ტოპ მმართველების საშუალო საქმიანობის ხანგრძლოვობამ 5 წელი შეადგინა.
ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, ჩილე, პოლონეთი, კადრების გადინება კიდევ უფრო მაღალია და 21,9%-ს შეადგენს. ბრაზილიაში, რუსეთში და ინდოეთში კი 21,6%. უფრო ნაკლები - 19,8% დაფიქსირდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო ყველაზე დაბალი 14,7% ჩრდილოეთ ამერიკაში.
კვლევისას გამოიკვეთა დარგობრივი სპეციფიკაც. ყველაზე ხშირად ხელმძღვანელები იცვლებიან საკომუნიკაციო კომპანიებში (24,5%), მაღალი მაჩვენებელი წიაღისეულის (22,3%), საწვავისა და ენერგეტიკის (19,7%) სექტორებში. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება ჯანდაცვის სფეროში (11,6%).
ამასთან, კვლევის მიხედვით, ახალ ხელმძღვანელებს შორის ქალების წილმა 4,9% შეადგინა. ეს ცოტათი ნაკლებია წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელზე (6%).
„კორპორაციული დღეგრძელები“
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არიან ხელმძღვანელები, რომლებიც საკუთარ თანამდებობას წლების განმავლობაში ინარჩუნებენ. გამოკითხულთა 19% ათ წელიწადზე მეტხანს იყო მმართველ პოზიციაზე. ამასთან, პოსტზე ყოფნის დიდხანს მომუშავეთა ჯგუფში საშუალო ხანგრძლიოვობამ 14 წელიწადი შეადგინა.
ანალიტიკოსებმა ასევე გაარკვიეს, რომ ასეთი მენეჯერები გამოირჩევიან მაღალი ეფექტიანობით, ხოლო მათი გათავისუფლების ალბათობა არის დაბალი, ვიდრე შედარებით ნაკლები სტაჟის მქონე კადრების. თუმცა ისინი, ვინც ასეთი კადრების შემცვლელად მოდიან ამ პოსტზე, ნაკლებ ხანს რჩებიან, გამოირჩევიან უფრო დაბალი ეფექტიაონობით და ხშირად პოსტს ნებაყოფლობით ტოვებენ.
რეგიონალურად ყველაზე მეტს ხანს პოსტის შენარჩუნების ალბათობა არის ჩრდილოეთ ამერიკაში (30%), ოდნავ ნაკლები დასავლეთ ევროპაში (19%), ჩინეთისთვის კი მხოლოდ 7%.
გათავისუფლების მიზეზები
ტოპ მენეჯერების თანამდებობის დაკარგვის მიზეზებს შორის კი, კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზეა მორალურ-ეთიკური კოდექსის დარღვევა. Strategy&.-ის თანახმად, 2018 წელს ეთიკური ხასიათის მიზეზებით პოსტიდან გაათავისუფლეს ტოპ მენეჯერების 39%. ამ წილმა 2019 წელს პირველად გადააჭარბა არასაკმარისი ფინანსური მაჩვენებლების მიზეზით გათავისუფლებეულთა წილს, რომელიც 35% იყო.
ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ხელმძღვანელების გათავისუფლების წილი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დირექტორთა საბჭოს მოსაზრებებს - 25%-დან 13%-მდე. 12% ტოპ მენეჯერების 12% კი სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზის გამო გაათავისუფლეს.