CNBC: აშშ ჩინეთის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, მორიგი რაუნდის ჩატარების პერსპექტივა ბუნდოვანია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, მანამდე ჩინეთმა ამერიკული დელეგაცია მოლაპარაკებებზე პეკინში დაპატიჟა. ამ კვირას კი აშშ ფინანსთა მინისტრი მზად იყო მიეღო ეს წინადადება - იუწყება ტელეკომპანია. თუმცა დაგეგმილი განხილვები მორიგი დაძაბულობის გამო არ შედგა, კონკრეტულად კი საქმე ეხება ვაშინგტონის მიერ ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს. CNBC ამ ზომებს ახასიათებს როგორც „გამაფრთხილებელ გზავნილს“ პეკინისთვის. ტელეკომპანია ხაზს უსვამს, რომ არც თეთრ სახლში და არც ფინანსტა სამინისტროში აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც ცნობილია, 10 მაისს შტატებმა ჩინეთიდან იმპორტირებულ 200 მილიარდის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 25%-მდე გაზარდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ასევ გასცა განკარგულება დამატებით 300 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე მოხდება ტარიფის გაზრდა. საკუთარი ქმედება ვაშინგტონმა ჩინეთის მხრიდან აქამდე მიღწეული შეთანხმებებიდან გადახვევით ახსნა.

კოკა კვირკველია