Google-მა Huawei-ის მხარდაჭერა შეაჩერა

კორპორცია Google-მ ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-სთან ბიზნესურთიერთობა შეაჩერა. კორპორაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა Huawei შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

პრაქტიკაში კი ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ჩინურ კომპანიას არ ექნება წვდომა ტექნოლოგიებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, გარდა ღიად ხელმისაწვდომი პროდუქტებისა. ასე მაგალითად Huawei დაკარგავს წვდომა სისტემა „ანდროიდის“ განახლებებთან, რომლითაც არის აღჭურვილი კომპანიის სმარტფონები. გარდა ამისა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, კომპანია ვეღარ შეძლებს სიმ პროგრამების დაყენებას, რომლებიც შექმნილია Google-ის მიერ, მაგალითად, აპლიკაციას Google play და ელექტრონულ პოსტას Gmail.

შეგახსენებთ, 15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს სპეც-რეჟიმის შემოღებას აშშ-ის საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას უცხო ქვეყნების საფრთხეებისგან. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ჩინური კომპანია Huawei და მასთან დაკავშირებული იურიდიული ფირმები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველობის მოტივით შეიყვანოს შავ სიაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 17 მაისს შევიდა.

კოკა კვირკველია