17 მაისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს კანცლერი მარტ ლაიდმეტსი კერძო სკოლის Tartu Erakool (TERA)წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან შეხვედრის მთავარი თემა, განათლების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო.
ესტონური მხარე თბილისში სკოლის გახსნით არის დაინტერესებული, რაც ასევე განიხილეს შეხვედრაზე. კანცლერის განცხადებით, იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავარობასთან, თვითმმართველობებთან და სხვა კერძო სკოლებთანაც, რადგან სკოლის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ უცხოური სკოლის გახსნისას აუცილებელია ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა. როგორც ლაიდმეტსი აცხადებს საქართველო და ესტონეთი ერთსულოვნად ეთანხმება მოსაზრებას, რომ განათლების მიმართულებით გადაწყვეტილებები საჭიროა ახლავე, რადგან ეს ის სფეროა, რომელშიც შედეგები, როგორც წესი, მრავალი წლის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.
“5 წლის წინ, საქართველოს და ესტონეთის მხარეების თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლება იყო. პროგრამაში მონაწილებოდა UNICEF- იც. სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ვიზიტები და გამოცდილების გაზიარება დაეხმარა პროცესს, რომ ესტონეთში უკვე წარმატებით დანერგილი მეთოდები საქართველოს განათლების სისტემაზეც ასახულიყო. ასევე ესტონურმა სკოლებმაც ბევრი ისწავლეს საქართველოსგან” –აცხადებს ლაიდმეტსი.
კვლევების შედეგად, ესტონური განათლების სისტემა ევროპაში წამყვანად აღიარეს. ესტონურ სკოლებში დანერგილი სწავლების მეთოდიც საერთაშორისოდ აღიარებულია, შესაბამისად თბილისში ესტონური სკოლის გახსნა მნიშვნელოვანი ფაქტია მთელი ქვეყნისთვის.
ესტონური სკოლის გახსნისთვის რამდენიმე ტერიტორია განიხილება. მათ შორის ერთ-ერთი Tbilisi Hills Golf & Residences-ია. 331 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი თბილისიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. კომპლექსში საცხოვრებელი სახლებისა და გოლფის მოედნის გარდა, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაც იქნება, რაშიც საბავშვო ბაღისა და სკოლის გახსნაც შედის.
“კომპლექსი Tbilisi Hills Golf & Residences უმსხვილესი ესტონური პროექტია, რომელშიც 1 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მომავალ მაცხოვრებლებს ყველანაირი ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ მშვიდი, უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებისთვის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე განათლებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობაზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ, პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობას. მოხარულები ვიქნებით, თუ ესტონური სკოლის მშენებლობისთვის სწორედ ჩვენს ტერიტორიას შეარჩევენ” აცხადებს Tbilisi Hills Golf and Residences მთავარი ინვესტორი და Skinest Group- ის დამფუძნებელი ოლეგ ოსინოვსკი.