ცნობილმა ჰოლდინგმა Kering-მა, რომელიც მაღალი მოდის ისეთი ცნობილი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა Gucci, Saint Laurent, Balenciaga და Alexander McQueen, მოდელებისთვის ასაკობრივი ზღვარი დაადგინა.
ამიერიდან ბრენდები უარს იტყვიან 18 წლამდე მოდელებთან თანამშრომლობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა 56 წლის ფრანსუა-ანრი პინომ განაცხადა.
„როგორც გლობალური ლუქს კომპანია, ჩვენ ვაცნობიერებთ გავლენას, რომელსაც ჩვენი ბრენდების მიერ წარმოებული კონტენტი ქმნის. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ ლუქს სამყაროში პოზიტიური პრაქტიკის წამყვანები და ვიმედოვნებთ, ჩვენი ნაბიჯი გახდება მოტივატორი სხვებისთვისაც“, - განაცახადა პინომ.
Kering-ის ხელმძღვანელმა ასაკობრივ შეზღუდვაზეც გააკეთა კომენტარი, მისი თქმით 18 წელს გადაცილებული მოდელები არიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო მომწიფებულები, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი უფრო ერგებიან იმ რითმს, რომელსაც ითვალისწინებს ეს პროფესია.