თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში საკვები პროდუქტი შეუფერხებლად შევა.
როგორც გვანცელაძე აცხადებს, დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები.
„როგორც უკვე იცით, კომპანია „ნილს“ დღეიდან უწყდება ხელშეკრულება. მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ გარკვეული პერიოდით ხელშეკრულებების გაფორმებას მომმარაგებელ კომპანიებთან და პროდუქტი შევა ბაღებში შეუფერხებლად. დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები“, - აცხადებს გვანცელაძე.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.