უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გარდა უძრავ ქონებას საქართველოშიც ფლობს.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში.
დეკლარაციის მიხედვით, ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია, თუმცა რომელ ქალაქში, ეს პრეზიდენტს დაზუსტებული არ აქვს.
დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს რამდენიმე ბინას კიევში, მისი მეუღლე 130 კვ/მეტრის ქონებას ყირიმში და ასევე რამდენიმე უძრავ ქონებას უცხოეთში. მათ შორის, 91 კვ/მეტრის ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში და 413 კვ/მ-ს - იტალიაში.
ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად დღეს გახდა.