ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განაცხადეს.
კონსორციუმის განმარტებით, შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8 პუნქტიანი მოთხოვნის განიხილვა მოხდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ოთხი საერთაშორისო ინსტიტუტი EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით.