საქართველოში გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დაწესდა - რა ეღირება 1 მბ/წმ-ი ივლისიდან?

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა.

კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ-ის ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება.

რაც შეეხება, საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.

თაია არდოტელი