გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება.

გამოკითხული მოსახლეობის 76% აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ სმენია, ხოლო მათი დიდი უმრავლესობა (85%) ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. 4% ფიქრობს, რომ არ იქნება სარგებლის მომტანი, ხოლო 11%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.