„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
NDI-ს კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? (ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული) - გამოკითხული მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ დასაქმებულია, ხოლო 59% ამბობს, რომ დასაქმებული არ არის.
ამავე კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 46% ამბობს, რომ დასაქმებულია, 54% - თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.
დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 50% ამბობს, რომ დასაქმებული არ არის, მეორე 50% დასაქმებულია. პატარა ქალაქებში 49%- დასაქმებულია, 51%- დასაქმებული არ არის; სოფლებში 33% დასაქმებულია, 67% დასაქმებული არ არის.
რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, კვლევის თანახმად, სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ დასაქმებულია, 73% დასაქმებული არ არის. აზერბაიჯანული მოსახლეობის 32% დასაქმებულია, 68% დასაქმებული არ არის.
ამასთან, NDI-ს მიერ გამოკითხული 18-34 წლის მოსახლეობის 45% დასაქმებულია, 55% დასაქმებული არ არის. 35-54 წლის მოსახლეობის 50% დასაქმებულია, 50% დასაქმებული არ არის; 55 წელს ზემოთ მოსახლეობის 25%-ია დასაქმებული, 74% დასაქმებული არ არის.
რაც შეეხება გენდერულ ჭრილს, გამოკითხული ქალების 47% ამბობს, რომ დასაქმებულია, 52% დასაქმებული არ არის. გამოკითხული კაცების 35% დასაქმებულია, 65% დასაქმებული არ არის.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.