ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსის სტაბილურობა შენარჩუნდება

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ლარის კურსის მორიგ გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სურათის სრული შეფასებისთვის, ეროვნული ბანკისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო.

"ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან და ამის მერე შეიძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.