სემეკისთვის ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისთვის ანგარიშების ერთიანი სისტემის ოფიციალურად გადაცემის ცერემონია გაიმართება

USAID-ის ენერგეტიკის პროგრამა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ოფიციალურად გადასცემს ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისთვის ანგარიშების ერთიან სისტემას.

სემეკის ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნიან საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა და USAID ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელი დენიელ პოტაში.

მათივე ცნობით, ანგარიშების ერთიანი სისტემა მნიშვნელოვანი მიღწევაა სემეკისთვის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში გამჭვირვალე და უსაფრთხო აღრიცხვის სისტემის შექმნის მოთხოვნის შესასრულებლად. ამ ახალი სისტემის დანერგვით გაზრდილი გამჭვირვალობა და მონაცემთა უნიფიცირება შექმნის ფინანსური ინვესტიციებისთვის ხელშემწყობ გარემოს.