კომერციულ ბანკებში $1 ღირებულებამ 2,8 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში ერთო დოლარის ღირებულებამ უკვე 2,8 ლარს გადააჭარბა.

ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2,7675 ლარად ივაჭრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში. ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2,807 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,730 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,730 ლარადაა შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,825 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2,725 ლარად შეძლებენ.

2,81 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 2,807 - „ტერაბანკში“ და ა.შ.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, ერთი დოლარი 2,7470 ლარი ღირს.