პეტრო პოროშენკოს ქონება უკრაინის პრეზიდენტობის განმავლობაში თითქმის 40%-ით შემცირდა - აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ი მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით ავრეცელებს.
პოროშენკო მილიარდერის სტატუსს პრეზიდენტად არჩევიდან უმოკლეს პერიოდში დაემშვიდობა. იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მან სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე გაატარა, მისი შემოსავალი თითქმის 40%-ით შემცირდა და ქონებამ 705 მილიონი დოლარი შეადგინა.
პოროშენკოს ძირითადი აქტივი საკონდიტრო კორპორაცია Roshen-ია. მისი პროდუქციის რუსეთში აკრძალვის შემდეგ Roshen 25%-ით გაიაფდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო ერთადერთი ადამიანი არ არის, რომლის შემოსავლები უკრაინის ეკონომიკური კრიზისის გამო შემცირდა. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის რინატ ახმეტოვის ქონება თითქმის 50%-ით ნაკლები გახდა.
2014 წლის მაისში Forbes-ის შეფასებით, პოროშენკო უკრაინის მილიარდერებს შორის იკავებდა ადგილს - მისი ქონება 1,3 მილიარდ დოლარი იყო. ერთი წლის შემდეგ კი ასევე Forbes-ის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 750 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
ავტორი - სალომე აბულაშვილი