„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცვლილება მეწარმეთა რეესტრში უკვე აისახა. კერძოდ, 20 მაისის ამონაწერით, ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ლეკიშვილია.

შეგახსენებთ, რომ კალანდარიშვილი გენდირექტორის პოზიციას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. თავის დროზე ის პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკის“ გენერალური დირექტორი და ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი იყო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 20 მაისის რეესტრის ამონაწერით, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, წევრები კი - დავით შონია და მამუკა წერეთელი არიან.

თაია არდოტელი