„დომინოს პიცა“ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ აღარ გაიხსნება.
როგორც კომპანიის დირექტორი საქართველოში, მარიამ ფაცაცია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებს შორის მათი სეგმენტი არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ახალი ფილიალისთვის ლოკაცია აბაშიძეზე შეირჩა.
„დომინოს პიცა“ „ისთ ფონთში“ განსხვავებული კონცეფციის ფილიალის გახსნას გეგმავდა. კერძოდ, როგორც კომპანიის დირექტორი საქართველოში, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, იქვე არსებულ გასართობ და ბოულინგ ცენტრებთან მოხდებოდა ადაპტირება. შესაბამისად, მომხმარებლები გართობასა და პიცის დაგემოვნებას ერთ სივრცეში შეძლებდნენ.
„ისთ ფოინთში“ ჩვენი ფილიალი აღარ გაიხსნება. მის ნაცვლად ახალი ფილიალი აბაშიძის #34-ში უკვე გავხსენით. ამის მიზეზია ის, რომ რეალურად, ჩვენი სეგმენტი არ აღმოჩნდა „ისთ ფოინთის“ მომხმარებლებს შორის“,- აცხადებს მარიამ ფაცაცია.
შეგახსენებთ, რომ „დომინოს პიცა“ საქართველოში 2014 წლიდან გამოჩნდა. დღეის მდგომარეობით, კომპანია თბილისში 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, სადაც ჯამში, 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის 3-წლიან გეგმებში კი, ფილიალების 10-მდე, ხოლო თანამშრომლების რაოდენობის 300-მდე გაზრდა შედის.