23 მაისს, 11 წლის იუბილეს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელი თავის მომხმარებელთან ერთად აღნიშნავს.
12:00-დან 17:00 საათამდე თბილისში იმოძრავებს „ბიბლუსის ლიტერატურული ავტობუსი“ , რომელიც გაჩერდება სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც ყველასათვის საყვარელი სახეები და ქართველი მწერლები შეხვდებიან ერთგულ მკითხველებს და საჩუქრად გადასცემენ წიგნებს. თქვენ შეხვდებით ტორესა მოსის, გოგა ჩანადირს, თეა ინასარიძეს, ელის დოდჯსონს, შორენა ხუხუას, გიორგი ცხადაძესა და ეთო ფურცხვანიძეს.
ერთად ავღნიშნოთ "ბიბლუსის’’ დაბადების დღე, შემოგვიერთდით ვაქციოთ 23 მაისი დღესასწაულად! "ბიბლუსის ლიტერატურული ავტობუსი’’ შემდეგ ლოკაციებზე გაჩერდება: გაგარინის მოედანი, ვაჟა-ფშაველას ქ.47, ბიბლუსი გალერეა (ჭავჭავაძის ქ.7), თავისუფლების მოედანი, მეტრო ავლაბარი, მეტრო მარჯანიშვილი, მეტრო ღრმაღელე და მეტრო ახმეტელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
2008 წლიდან "ბიბლუსმა’’ უამრავი მკითხველი შემოიკრიბა გარშემო და კითხვის მოყვარულებისთვის ძალიან მყუდრო გარემო შექმნა. ამის გამო, საქართველოში პირველ მასშტაბურ წიგნების მაღაზიათა ქსელად იქცა.
არაერთი სირთულის მიუხედავად კომპანიამ დიდ წარმატებებს მიაღწია, ეს ყველაფერი კი პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ „ბიბლუსი“ დღემდე უცვლელად ახერხებს ძველი ღირებულებებით საქმიანობას. ის ზრუნავს, რომ ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში მცხოვრები ხალხისთვის წიგნები ხელმისაწვდომი გახადოს. ერთვება უამრავ საქველმოქმედო პროექტში, ცდილობს დაეხმაროს მომავალ თაობას სრულფასოვანი განათლების მიღებაში, ზრუნავს გარემოსა და მნიშვნელოვანი ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებაზე.
დღეს „ბიბლუსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში და ქვეყნის მასშტაბით უკვე 62 ფილიალით არის წარმოდგენილი.