HUAWEI-ს  ამ დრომდე გამოშვებულ პროდუქტებზე შეზღუდვები არ გავრცელდება

Google-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Android-ის ლიცენზიის შეჩერების თაობაზე, კომპანია HUAWEI-მ ოფიციალური განცხადებით უპასუხა, რომლის მიხედვითაც მღელვარების საფუძველი არ არსებობს და ამ დრომდე გამოსულ პროდუქტებზე შეზღუდვები არ გავრცელდება.

უფრო მეტიც, ამ დრომდე წარმოებულ სმარტფონებსა და პლანშეტებზე უცვლელად გარძელდება Google-ის უსაფრთხოების სისტემების განახლება და სხვა გაყიდვების შემდგომი სერვისები. HUAWEI-ს ამჟამინდელ მომხმარებლებს არ შეეზღუდებათ Google-ის სერვისებზე წვდომა, როგორიც არის Google play, Gmail და სხვა. შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც წარმოდგენილია მაღაზიებში ან/და წარმოადგენს გასაყიდ მარაგს.

მომხმარებლები სერვისების გამოყენებას ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე შეძლებენ. ეს კი გულისხმობს, რომ მომხმარებლები კვლავ მიიღებენ HUAWEI EMUI-სა და Google-ის აპლიკაციების განახლებებს. თავისთავად განახლებები შესაძლებელი იქნება ყველა იმ აპლიკაციაზე, რომლებიც Google-ს არ ეკუთვნის.

ამის პარალელურად HUAWEI აგრძელებს მდგრადი და უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას, რათა შესთავაზოს მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

(R)