ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა დროებით აკრძალულია

ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა. როგორც " ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად გზა უსაფრთხოების მიზნით არის გადაკეტილი. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.