კომპანია Ford Motor-ი და ამერიკული სტარტაპი Agility Robotics-ი პარტნიორულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, მომავალი წლიდან ისინი კლიენტებისთვის ამანათების მიწოდებას რობოტების დახმარებით დაიწყებენ. რობოტები საჭირო მისამართზე თვითმართვადი ავტომობილებით მივლენ - წერს The Wall Street Journal-ი.
ექსპერიმენტში Ford-ის მარკის 100 ავტომობილი ჩაერთვება.
Agility 2015 წელს ორეგონის უნივერსიტეტთან დაფუძნდა და მას შემდეგ 8 მილიონი დოლარი მოიზიდა. მისი რობოტები გვაგონებს უთავო ადამიანს და შეუძლია კიბეებზე სიარული 18 კგ ტვირთით ხელში. სივრცეში ისინი კამერებისა და სენსორების საშუალებით გადაადგილდებიან.
კომპანიის გენერალური დირექტორის დეიმონ შელტონის თქმით, მისი კომპანია და Ford-ი პირველ რიგში დაიწყებენ ამანათების მიწოდებას, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მიწოდების სხვა ფორმებითაც დაკავდებიან, მაგალითად, სურსათის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Ford-ი აქტიურად არის დაკავებული ავტომობილებში თვითმართვადი ტექნოლოგიების გამოყენებით. 2017 წელს მან განაცხადა, რომ მოახდენს 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას სტარტაპში Argo AI, რომელიც მათთვის შეიქმნა. უკვე გასულ წელს ისინი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სტარტაპთან Postmates, რომელიც თვითმართვად ავტომობილებზე მიწოდების სერვისს სცდის.
მოსიარულე რობოტები - სიახლეა მიწოდების სეგმენტში, აღნიშნავს WSJ. მათგან განსხვავებით სხვა კომპანიები, მაგალითად, Amazon-ი ბორბლებზე მოსიარულე რობოტებს იყენებს.