Adidas ცდილობს, მიაღწიოს მდგრადობის იმ მიზანს, რომელიც გადამუშავებადი ფეხსაცმლის წარმოებას და ბაზარზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
„კომპანიას 10 წელი დასჭირდა, რათა შეექმნა ფეხსაცმელი ისეთი მასალისგან, რომლის მეორადი გამოყენების შემთხვევაში ისევ ფეხსაცმელს შექმნიდა“ , - ამის შესახებ თავად კომპანიაში აცხადებენ.
ახალ ფეხსაცმელს ჰქვია Futurecraft.Loop და ის შექმნილია ერთი მასალისგან, რომელსაც ეწოდა ტერმოპლასტიკური პოლირეტინი, რომელიც შესაძლოა, მეორადად გამოიყენო.
კომპანიის გადართვა ერთ მასალაზე სხვადასხვა შერეული მასალიდან და მის კონსტრუქციაში წებოს გამოუყენებლობა იყო ტექნოლოგიური გამოწვევა, თუმცა კომპანიამ ამ შედეგს მიაღწია.
როგორც ცნობილია, რთულია შერეული მასალებისგან მიიღო გადამუშავებადი პროდუქტი, მაგალითად, ქაღალდისა და პლასტიკის ერთობლივად წარმოებაში მათი მდგრადობა არის განსხვავებული და შესაბამისად, ნივთი მთლიანობაში მეორადი გამოყენებისთვის არის გამოუსადეგარი.
სწორედ რომ სხვადასხვა მასალისგან მზადდება სპორტული ფეხსაცმელიც, რომლებსაც განსხვავებული ეფექტი შეუძლიათ მოგვცენ, მაგალითად, რეზინი იწელება, ბამბა კი სუნთქავს. ერთიანი მასალით კი Adidas-მა ახალი სიტყვა თქვა ფეხსაცმლის წარმოებაში.
Adidas Futurecraft.Loop ფართოდ ხელმისაწვდომი 2021 წლიდან გახდება, თუმცა კომპანიას ფასის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.