30 წლის წინანდელი ახალი Mercedes 190 იყიდება

აუქციონზე 1986 წელს გამოცემული Mercedes 190 იყიდება, რომელიც პრაქტიკულად ახალია და მხოლოდ 462 კმ აქვს გავლილი. ეს Mercedes 190 E 2.3 (W 201) რომელსაც თავის დროზე მოფერებით "Baby Benz"-ს ეძახდნენ, ჰაბურგში გასაყიდად არის გამზადებული. მისი საწყისი ფასი 49,900 ევროა. ეს ალბათ ძალიან ძვირად მოგეჩვენებათ 1983 წელს გამოშვებული ავტომობილისთვის, მაგრამ მისი მყიდველისთვის ის ნამდვილად ძვირფასი შენაძენი იქნება. გარდა იმისა, რომ მას ძალიან ცოტა აქვს გავლილი, ის ისეთ ავტოფარეხში იდგა, რომელიც ნიავდებოდა და ამიტომ ნესტის პრობლემა არ აქვს.

ეს პატარა Mercedes-ის სედანი იმ დროსთვის არსებული ყველა საჭირო ატრიბუტიკით არის აღჭურვილი, ესაა ავტომატური გაგრილების სისტემა, პანორამული ელექტრონულად მართვადი სახურავი, ელექტრო შუშები, კრუიზ კონტროლი და Becker-ის აუდიო სისტემა Grand Prix-ი.

მას აქვს 2,3 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი 132 ცხენისძალიანი ბენზინის ძრავი, რომელიც დაწყვილებულია ოთხსაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.

იხილეთ ფოტოები