„ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს“

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი მიიჩნევს, რომ დღეს ლარის გაცვლითი კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია.

„ის რყევები, რომლის მომსწრე ჩვენ ახლა ვართ, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი, რადგან თუ გინდათ საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებათა ჯაჭვის წევრი და ა.შ. ეს თავისუფალი მცურავი კურსი, რომელიც იყო დადგენილი, არის სწორი და ასეთ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული. ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, სწორია და მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი პროექტიც, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და კერძო სექტორის კიდევ უფრო გამყარებას და გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ლარის გრძლელვადიან სიმყარეს", - განუცხადა ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი