25 მაისს Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს Lowell Ricklefs, Traction Advising M&A-ს მმართველ პარტნიორს და Techstars Seattle-ის მენტორს. ღონისძიება ჩატარდება ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეში და ფოკუსირებული იქნება სტარტაპების და ადგილობრივი ინვესტორების სამიზნე ჯგუფებზე. ასევე, მოეწყობა პირისპირ შეხვედრები წინასწარ დარეგისტრირებულ სტარტაპებთან და ინვესტორებთან.
მოწვეული სტუმრის შესახებ:
Lowell Ricklefs არის Traction Advising M&A-ს მმართველი პარტნიორი და Techstars Seattle-ის მენტორი. მას აქვს კომპანიის სტრატეგიული განვითარების და გაყიდვების ხანგრძლივი და გამოცდილება. Lowell-მა წარმატებით გაყიდა მისი სიეტლში დაფუძნებული კომპანია Flexminder, რომელიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობდა. ამის შემდეგ მან შექმნა სტარტაპების საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც 5-დან 30 მლნ ღირებულების იყვნენ და ინვესტიციებს ეძებდნენ. Lowell-მა კომპანია Toluna #1 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად აქცია საფრანგეთში, რომლის შემოსავლებიც 15-იდან 120 აშშ მლნ დოლარამდე გაზარდა 4 წელში. ის დასახელებულია F500-ის ლიდერებს შორის და აქვს შთამბეჭდავი გამოცდილება, სწრაფად და აგრესიულად გაზარდოს ბიზნესი.
ღონისძიების დეტალები:
ადგილი: ტერმინალი; აბაშიძის 34, თბილისი
თარიღი: შაბათი, 25 მაისი, 2019 წელი
დრო: 19:00 სთ. - ნეთვორქინგი (ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სტარტაპ საზოგადოების ფორმირებას. ამ მიზნით, ღონისძიების პირველი საათი ეთმობა სტარტაპებს, ექსპერტებს და ინვესტორებს შორის კავშირების დამყარებას). 20:00 სთ. - ოფიციალური მიმართვები & სტუმართან ინტერვიუ (მორიგი საათი ეთმობა სპონსორების მოკლე გამოსვლებს, რაც გრძელდება მოწვეულ სტუმართან საუბრით).
ღონისძიების სპონსორები:
· აშშ-ს საელჩო თბილისში
· თელიანი ველი
· Orient Logic
· Nexia TA
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
· Entrepreneur Georgia
· სხვა სპონსორები
დამატებითი დეტალები ღონისძიებაზე ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ოფიციალურ გვერდზე:
Web: startupgrind.com/tbilisi FB: https://www.facebook.com/startupgrindtbilisi