Bloomberg-ზე $1 2,7825 ლარად ივაჭრება - რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში

კომერციულ ბანკებში $1 ღირებულებამ 2,83 ლარს გადააჭარბა. 11:00 საათისთვის კი Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2,7825 ლარად ივაჭრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში. ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2,8140 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,75 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,8180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,7480 ლარადაა შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,8350 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2,74 ლარად შეძლებენ.

2,8250 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 2,8140 - „ტერაბანკში“ და ა.შ.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, ერთი დოლარი 2,7799 ლარი ღირს.