„საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი. ასეთი კურსისთვის დამახასიათებელია მოკლევადიან პერიოდში მერყეობა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, არასწორი ანალიზი კეთდება იმასთან დაკავშირრბით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას: „განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ფასების ძალიან დიდ ზრდას გამოიწვევს. მინდა მოგახსენოთ, რომ გაცლითი კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, გადახედოთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ 2007 -2008 წლებში, როდესაც გაცვლითი კურსი იყო ყველაზე სტაბილური საქართველოში, ინფლაცია იყო ყველაზე მაღალი. 2007- 2008 წლებში საქართველოში ინფლაცია 12% იყო. ინფლაციაზე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერთობლივი მოთხოვნა და ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ არ დაუშვას ფასების ზრდა", - განაცხადა გვენეტაძემ.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი