დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იგი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს.
მეი სამი წლის განმავლობაში იკავებდა პრემიერის პოსტს. დაუნინგ სტრიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას მეიმ განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო ემსახურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად. მეიმ საუბრისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის იმ მიღწევებზე, რასაც ქვეყანამ მისი პრემიერობის პერიოდში მიაღწია, მათ შორის დეფიციტის აღმოფხვრასა და უმუშევრობის შემცირებაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ ბრექსითი მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო და იგი წუხს, რომ ვერ შეძლო ამ პროცესის დასრულება.
ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
შეგახსენებთ, ტერეზა მეის მიერ შემუშავებულ გეგმას ბრექსითთან დაკავშირებით პარლამენტმა რამდენიმეჯერ არ დაუჭირა მხარი. შედეგად ბრექსითის პროცესის გადავადება გახდა საჭირო.