„მაკშაურმა“ ბაზარზე ახალი ბრენდით შემოდის

„მაკშაურმა“ ბაზარზე ახალი ბრენდით შემოდის. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული, სწრაფი კვების ახალის ხაზის სახელწოდება „MARGE / მარგე“ იქნება, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაიხსნება.

როგორც "მაკშაურმაში" "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, სურათზე ასახულია ის იერსახე, რომლითაც "მარგეს" სწრაფი კვების პირველი რესტორანი გაიხსნება. მათივე თქმით, პროექტი მასშტაბურია, რაც შესაბამის დროს მოითხოვს. გახსნის საორიენტაციო თარიღი კი 2020-2021 წლებია.

"ჩვენი ერთგული მომხმარებლების საყურადღებოდ, ბოლო დროს ბევრი კითხვა გაჩნდა „MARGE / მარგეს“ ბრენდთან დაკავშირებით და ამიტომაც გვსურს უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. „MARGE / მარგე“ „MAKSHAURMA / მაკშაურმის“ ახალი ბრენდია. ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ „MAKSHAURMA / მაკშაურმა“, როგორც ბრენდი და პროდუქტი განაგრძობს ფუნქციონირებას, ხოლო „MARGE / მარგე“ კი სწრაფი კვების ახალი ხაზია, სადაც მაკშაურმასთან ერთად თქვენ ბურგერის, ჰოთ-დოგის, ქათმის ბარკლების, დესერტებისა და ცხელი სასმელების მირთმევას შესძლებთ",- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორამციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე იქნება დიდი ობიექტი, რესტორანი, ხოლო შემდეგ სამ ლოკაციაზე: ვაჟა-ფშაველა, ვარკეთილი და სპორტის სასახლის მიმდებარედ, დაემატება "მარგეს" მენიუ.

"მაკშაურმა, როგორც ბრენდი და პროდუქტი, ასევე იქნება ამ ლოკაციებზე წარმოდგენილი",-აცხადებენ კომპანიაში.

ნინი ქეთელაური