პაატა კვიჟინაძე - ლარის გაუფასურების არავითარი საფუძველი არ არსებობს

დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი მალე მოიხსნება, რადგან ლარის გაუფასურების არავითარი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ დოლარის შემოდინება ძლიერდება, იზრდება ტურიზმი და ექსპორტი. „ამიტომ რაიმე საფრთხე ლარს არ ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოიხსნება, რადგან არავითარი საფუძველი ლარის გაუფასურების არ არსებობს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.