28 მაისიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება.
საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება.
სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.
თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სქემას, რომლის მიხედვითაც მოუწევთ მოძრაობა გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის 1 ეტაპზე.
კერძოდ, ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება;
მერიის ცნობით, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისთვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.