საქართველო მიმდინარე წელს რუსეთისგან 144.127 მლნ კუბურ მეტრ გაზს იყიდის

საქართველო მიმდინარე წელს რუსეთისგან 144.127 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

ამის შესახებ „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ ეკონომიკის მინისტრის 21 მაისის ბრძანებაშია აღნიშნული.

პროგნოზის მიხედვით, რუსეთის გარდა საქართველო მიმდინარე წელს აზერბაიჯანისგან - 2.466.153 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, შაჰ-დენიზისგან (დამატებითი + ოფციური) - 843.520 მლნ კუბურ მეტრს; სოკარისგან - 1.622.634 მლნ კუბურ მეტრს მიიღებს. ამასთან, 7.718 მლნ კუბური მეტრი ადგილობრივი მოპოვება იქნება.

თაია არდოტელი