ანანურში საავტომობილი მოძრაობა საცობების გამო შეფერხებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ანანურში 26 მაისის-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია.
როგორც ცნობილია, დღეს 26 მაისს, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად, 12:00 საათზე დაიწყება. ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და ერთდროულად ხუთ სხვადასხვა რეგიონში გაიმართება , მათ შორის უფლისციხეში, ანანურში, გრემში, ზუგდიდსა და მრავალძალში.