ციფრული ტექნიკის კომპანია ზუმერი აგრძელებს გაფართოებას, ახალი ფილიალი კომპანიამ თბილისში, ილია ჭავჭავაძის #37მ-ში, აქსის თაუერსის პირველ სართულზე გახსნა.
ზუმერის ვაკის ფილიალში წარმოდგენილია სმარტფონების, პლანშეტების, სმარტ საათების, ლეპტოპების, ფოტოაპარატების, სათამაშო კონსოლების, აუდიო სისტემისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, ზუმერის თანამედროვე შოურუმი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურ რეჟიმში გამოსცადოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სმარტფონი თუ აქსესუარი.
ზუმერი 9 წელია ოპერირებს ციფრული ტექნიკის ბაზარზე, ამ წლების განმავლობაში კომპანიამ წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი საცალო გაყიდვებში და სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. ზუმერული ფასები კი, მომხმარებლის ცნობიერებაში საუკეთესო ფასის სინონიმად იქცა.
ზუმერი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 18 ფილიალს, მომხმარებელს ზუმერის პროდუქციის შეძენა თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ახალციხეში წარმოდგენილ შოურუმებში, ასევე ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით შეუძლია. ზუმერის შოურუმებში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების სმარტფონების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ყველაზე ფართო ასორტიმენტი.
ზუმერი - საუკეთესო ადგილი ციფრული ტექნიკის შესაძენად!
(R)