საქართველოში, ქალაქ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმებს ხელი დღეს მოეწერება.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.
მემორანდუმებს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ქართულ კომპანია „აი გრუფს“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანსი“.
მხარეებს შორის ხელმოწერების შემდეგ იგეგმება მინისტრის კომენტარი მედიასთან
პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.
„მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მშენებლობა მთავრობის ხელშეწყობით მოხდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.