„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. კერძოდ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა გიორგი პერტაიამ.
შესაბამისად, რეესტრის 24 მაისის ამონაწერის მიხედვით, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: თავმჯდომარე/წევრი - ნიკოლოზ ჩხეტიანი, წევრები - ეთერი დემინაშვილი, ბესიკ დემეტრაშვილი და თემურ კობახიძე.
რაც შეეხება ხელმძღვანელობას, ბანკის გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა, დირექტორატის წევრები კი: დავით გალუაშვილი, ბექა კვარაცხელია, ზურაბ გოგუა და გივი ლებანიძე არიან.
ცნობისთვის, „ქართუ ბანკის“ 100%-იანი წილის მფლობელი „ქართუ ჯგუფია“.