სეტყვის შედეგად დაზარალებული რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გორის შესასვლელთან შეიკრიბა

გორის შესასვლელთან სეტყვის შედეგად დაზარალებული რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებს. სტიქიის შედეგად დაზარალებულები ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველ პირებთან შეხვედრა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.

მაგისტრალზე საკმაოდ დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. პოლიცია ცდილობს არ მოხდეს ავტობანზე მოძრავი ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება.