„საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას, გარედან მოჰყვება 7 დოლარის ინვესტიცია,“ - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენს მიერ ჩადებულ ყოველ 1 დოლარში, მოზიდული გვაქვს 7 დოლარი. ანუ საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას, გარედან მოჰყვება 7 დოლარის ინვესტიცია. გამოდის, რომ ჯამურად 330 მილიონი დოლარის ინვესტიცია გავაკეთეთ სხვადასხვა პროექტში. ამის საპასუხოდ, გარედან შემოვიტანეთ 2 მილიარდნახევარი ინვესტიცია, რაც მიმაჩნია, რომ საუკეთესო მაჩვენებელია. ფონდმა შეძლო ასეთი მაღალი შედეგიანობის მიღწევა,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი