საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა

საქართველოში უკვე 2 კვირაა მწვანილი ძვირდება. East fruit-ის ანალიტკოსებმა რეგიონის ბაზარზე არსებული ვითარება შეისწავლეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პროდუქტის ღირებულება ერთ კვირაში 30%-დან 100%-მდე გაიზარდა.

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ კვირას ოხრახუშის ფასი გაიზარდა პოლონეთშიც, სადაც 1კგ პროდუქტის ღირებულებამ 4 დოლარს გადააჭარბა. მოლდოვაში კი, ოხრახუშის საბითუმო ფასი 13%-დან 15%-მდე დაეცა.

რაც შეეხება რუსეთს ბაზარს, აქ მწვანილის ფასი თითქმის იგივე დარჩა, რაც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო. გაყიდვების გაზრდის მიზნით, მწარმოებლებმა ქინძის ფასი 10%-ით შეამცირეს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პროდუქტის ღირებულება მაინც მაღალი (1 კგ - 4 დოლარზე მეტი), გაყიდვების რაოდენობა კი იგივე დარჩა.

ქინძის ფასი საკმაოდ მაღალი იყო უკრაინაშიც. კერძოდ, 1 კგ პროდუქტი 9 დოლარი ღირდა. ეს მაშინ, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებში ქინძის ფასი საშუალოდ, 1,5 დოლარი იყო.

რაც შეეხება ოხრახუშის და კამის ფასს, მოლდოვაში, უკრაინასა და რუსეთში 2 დოლარი იყო.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თუ საქართველოში მწვანილის ფასის ზრდა იმავე ტემპით გაგრძელდა, როგორც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, სულ მალე ოხრახუშისა და კამის ფასი აქაც იგივე ნიშნულს, კერძოდ, 2 დოლარს მიაღწევს.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, მაისის მესამე კვირაში მწვანილის სახეობებს შორის ყველაზე ძვირი ბაზილიკი იყო. პროდუქტი ყველაზე ძვირი უკრაინასა და რუსეთში იყო. კერძოდ, მისი ღირებულება 13, 67 - 19, 38 დოლარამდე მერყეობდა.

ნინი ქეთელაური