მე ჩემს საქმიანობას ამ გუნდთან ერთად ძალიან დადებითად ვაფასებ, -ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ის, რაც ფონდმა შეეძლო გაეკეთებინა და რასაც ფონდმა ამ მმართველობის პირობებში მიაღწია, ძალიან პოზიტიური და დადებითია. რაც შეეხება ჩემი მუშაობის ეფექტურობას, ის, რაც მართვაში არ მომწონს, ამას ხმამაღლა ვამბობ. თქვენ, თქვენს გუნდს, მეგობარს, ნათესავს თუ სხვას მოსწონს თუ არა, ეს მათი მოსაზრებაა და ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ“, - განაცხადა საგანელიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.