ჭიათურაში მაღაროელებს ხელფასები გაეზრდებათ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მინისტრების შეხევდრა დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე "ინტერპერსნიუსთან"აცხადებს, შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%-ით, ერთი წლის შემდეგ 10%-ით გაზრდას გულისხმობს.

მისი ინფორმაციით, შეთავაზება მისაღებია მაღაროელებისთვის და გაფიცვა შეწყდება. შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, ასევე საჩხერე ჭიათირის მიტროპოლიტი ესწრებოდა. მაღაროელები 1 მაისს გაფიცნენ.