„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტზე“ უკეთესი დიდი პროექტი, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის,-ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა
როგორც „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი აცხადებს, „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ დიდი პროექტია და მის უკან სახელგანთქმული ესპანური კომპანია დგას.
„ სარკასტულად იყო ნათქვამი და მინდა გითხრათ, რომ უკეთესი დიდი პროექტი მე მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის. უკეთესი პროექტი, რომელიც არის ქართული ჯიშის გადარჩენისთვის, ყველაზე მაღალმთიანი რეგიონებისთვის უკეთესი საშუალება იმისათვის, რომ მოსახლეობა დაამაგრონ მიწაზე. პროექტის უკან ყველაზე სახელგანთქმული ესპანური კომპანია „იბერიკო“ დგას ,“-განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ , „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტს“ „საპარტნიორო ფონდი“ და კომპანია NATIVE GEORGIAN ერთობლივად 2017 წლიდან ახორციელებს. პროექტი, ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ჰამონის წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს.