ასწლოვანი   „თავლა“ თანამედროვე ეპოქაში

მეოცე საუკუნის დასაწყისში, არტ-ნუვოს სტილში აგებული ისტორიული შენობა „თავლა" (STABLE), რომელსაც საქართველოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს, ახალი ფუნქციის შეძენას ელოდება.

ეს ასწლოვანი ნაგებობა სხვადასხვა ისტორიული დანიშნულების მატარებელია. მისი არქიტექტურული დაპროექტების საშუალებით, შესაძლებელია იყოს პოლიფუნქციური. გახსნილი პირველი სართულის სივრცე, რომელიც ნათდება ფლიგელების თავზე არსებული ფანჯრების გვერდითი ღიობებით, საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებითი და თანამედროვე კუთხითაც.

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია, სარემონტო მდგომარეობაშია, თუმცა კომუნიკაციები შეყვანილია და „მოიჯარესთან“ შეთანხმების საფუძველზე მოხდება მისი გარემონტება. გასაქირავებელი ფართი: 1210 კვ.მ. (ერთი სართული მთლიანად) შენობის წინ მდებარეობს გამწვანებული სკვერი, რომელიც გახსნილია და ხელს არ უშლის შენობის იშვიათი იერსახის ხილვადობას. მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. მისამართი: წერეთლის გამზ.#56.

„მოიჯარეებისათვის“ გამოყოფილია ასევე პარკირების ადგილიც.

ცოტა რამ „თავლა“-ს ისტორიის შესახებ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით პოპულარული არქიტექტურული სტილია იმდროინდელი „მოდერნი“ ანუ „არტ-ნუვო“, სწორედ ის სტილი, რომლითაც 1909 წლის დაპროექტებით აშენდა „თავლა“. პროექტი არქიტექტორმა ნ.ობოლენსკიმ, ლეონ მანთაშევის დაკვეთით შეიმუშავა „სარბენი წრისათვის“.

1921 წელს საბჭოთა დიქტატურის დამყარების შემდეგ შენობა გამოიყენება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, განლაგებულია ასევე სამშენებლო ტრესტი, ხოლო 1970 წლებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში გადადის და ბოლო დრომდე აქ პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოა.

ეს განსხვავებული არქიტექტურული ნიმუში, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე შეტანილია ისტორიულ ობიექტთა ნუსხაში.

თანამედროვე ეპოქაში შემორჩენილი გასული საუკუნის ძეგლი, ამ საუკუნეშიც ერთადერთია, რომლის მსგავსიც საქართველოს მასშტაბით არ არსებობს.

საკონტაქტო ინფორმაცია ტელ:514444444 e-mail:pekulioff@gmail.com

(R)